სასტუმრო

სასტუმრო

ჩვენ ანაკლიაში მოვედით მაშინ, როდესაც საქართველოში ტურიზმის განვითარება საოცარი სისწრაფით ხდებოდა და ისახებოდა გრანდიოზული გეგმები. ერთ-ერთი ასეთ გეგმა საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული ქალაქ ლაზიკას მშენებლობა იყო, შავი ზღვის სანაპიროზე, რომელიც ანაკლიის ტერიტორიაზე, ყულევამდე იქნებოდა გაშენებული და საქართველოში სიდიდით მეორე ქალაქი გახდებოდა თბილისის მერე. ამ გეგმას პოლიტიკური და პატრიოტული მნიშვნელობა ქონდა საქართველოსთვის, რადგან ქალაქ ლაზიკას რუსეთის მიერ აფხაზეთის საზღვართან გავლებულ საოკუპაციო ხაზს 200 მეტრი აშორებდა მხოლოდ.

2011 წელს გულანთებულებმა დავიწყეთ ჩვენი 5 ვარსკვლავიანი კურორტის მშნებელობა და გვინდოდა ერთერთი პირველები ვყოფილიყავით ახალი უმნიშვნელოვანესი კურორტის ფორმირების პროცესის მონაწილეთა შორის. გვინდოდა ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება სასტუმრო სფეროში შავიზღვისპირეთში შემოგვეტანა. დავიკაპიწეთ მკლავები და შევუდექით საქმეს.

ვიდეო ტური

ხარისხი

ლაზიკას მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა. ჩვენ კი, პილიტიკური ქარტეხილების მიუხედავად, არ ვთქვით უარი ჩვენს ლაზურ ოცნებაზე და 2018 წლის ზაფხულში შევძელით პირველი სტუმრების მიღება ანაკლიაში გამართულ ექო ვეივის ფესტივალის დროს. მსოფლიოს ცნობილ ვარსკვლავებს სათანადოდ ვუმასპინძლეთ.

56 ოთახი, რესტორანი, ბარი, ღია და დახურული აუზი, სპა, საკონფერენციო და საბანკეტო დარბაზები, პარკინგი და უამრავი გასართობი უფროსებისთვის და თვქენი პატარებისთვის – ეს ჩვენი მომსახურებების არასრული ჩამონათვალია.
სასტუმროში სრულად არის დაცული უსაფრთხოების ნორმები. ოთახების ფართი 30 კვადრატული მეტრიდან იწყება და თითოეული აღჭურვილია, აივნებით, სააბაზანოებით ჩასაწოლი აბაზანებით, საშხაპეებით, სააბაზანო კოსმეტიკით, ხალათებით, ჩუსტებით, მინი ბარით, სეიფით, ტელევიზორით, ტელეფონით და თმის საშრობით.